საზოგადოება
საქართველოში 3,1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა
![](https://euronews.ge/wp-content/uploads/2017/07/1454740817365255-1.jpg)
საქართველოში 3,1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა – ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი, სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მიწისქვეშა ბიძგები 00:26 საათზე, ონიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 2 კილომეტრში, სოფელ ჟაშქვაში, 14 კმ-ის სიღრმეში დაფიქსირდა.