პოლიტიკა

,,საქართველოში ჰყავს ამერიკას ელჩი თუ ბიძინას ინტერესთა დამცველია შეშვებული მაგ შენობაში?”

,,წინა ხელისუფლებებსაც შინაგან--გარეგანად სურდათ ოპოზიციონერთა დაჭერები,მაგრამ როგორც კი ამის აღსრულებას იწყებდნენ, მაშინვე მათ წინაშე რისხვად აღიმართებოდნენ ამერიკის ელჩები და ეს ვნება კაი ხნით უმთავრდებოდათ"

რუსულმა ოლიგარქიულმა დიქტატურამ საქართველოში მიიღო დასრულებული ფორმა.დააპატიმრეს ოპოზიციური მედიის ხელმძღვანელი.ივანიშვილის პირად პოლიტიკურ პატიმრებს შემატა კიდევ ერთი–ნიკა გვარამია. იმედია ჩვენი დასავლეთელი მოკავშირეები ახლა მაინც დარწმუნდებიან, რომ ტირან ივანიშვილზე დაუყოვნებელი სანქციებია საჭირო და გადაწყვეტენ–ვისთან სურთ მოკავშირეობა ქართველ ხალხთან თუ პუტინ–ლუკაშენკოს მოკავშირე რეპრესიულ რეჟიმთან,რომელიც პუტინისავე მილიარდებით მსუყედ აფინანსებს თავის ვაი–ატლანტიკურ ლობისტებს.

სხვათა შორის, წინა ხელისუფლებებსაც შინაგან–გარეგანად სურდათ ოპოზიციონერთა დაჭერები,მაგრამ როგორც კი ამის აღსრულებას იწყებდნენ, მაშინვე მათ წინაშე რისხვად აღიმართებოდნენ ამერიკის ელჩები და ეს ვნება კაი ხნით უმთავრდებოდათ. მაინტერესებს, ახლა ყავს აქ ამერიკას ელჩი? თუ ივანიშვილის ინტერესთა დამცველია შეშვებული მაგ შენობაში ელჩად? მოკლედ ყველაფერი კომენტარების გარეშეც გასაგებია.

შალვა ნათელაშვილი, ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published.

Back to top button
Close