საზოგადოება

,,საქართველოში, პატიოსანი ადამიანი იბლოკება, სკოლიდან დაწყებული ცხოვრების ყველა ეტაპზე”

კოკა კვინიკაძე, უფლებადამცველი, ემიგრაციაში მყოფი:

 _   კრიმინალური მენტალიტეტის ერი გავხდით. კრიმინალური აზროვნება არის სახელმწიფო უწყებებში, პარლამენტში, უმაღლეს ორგანოებში, სასამართლოში, პროკურატურაში, პოლიციაში, ეკლესიაში, ჩვეულებრივ მოქალაქეებში და აბსოლიტურად ყველგან, თან მომატებული რაოდენობით.

ამიტომაცაა, რომ უცხო არავისთვისაა ერთმანეთს მოტყუება, ერთმანეთზე მოპარვა, ერთმანეთის გაწირვა, წართმევა, ჩაგვრა, აგრესია თუ მსგავსი უსახური ქმედებები, განსხვავება მაშტაბებშია მხოლოდ, უბრალო ადამიანს თუ თავისი ქმედებით მხოლოდ მის ირგვლივ შესწევს ძალა ავნოს, თუ ხელისუფალი გახდება უფრო ფართო მასებს ავნებს პირადი კეთილდღეობის მოტივით, ხელისუფლებაც ხომ იგივეა ყოველთვის, რაც ხალხი. ის პოლიციელი, პროკურორი, მღვდელი თუ ექიმი, ყველა ერის ნაწილია, რომელის დიდი ნაწილისთვის, სამწუხაროდ, ეს ყველაფერი ცხოვრების ჩვეულებრივი შემადგენელი ნაწილია, რაც პირდაპირ შემაფერხებელია ქვეყნის განვითარების. ეს იწვევს ტოტალურ უსამართლობას, რაც შეუძლებლს ხდის პატიოსანი ადამიანის განვითარებას. იგი იბლოკება სკოლიდან დაწყებული ყველა ცხოვრებოსეულ ეტაპზე, რაც საბოლოო ჯამში, შეუძლებელს ხდის ასეთის სახელმწიფო ორგანოებში საპასუხისმგებლო თანამდებობებზე მოხვედრას. ცალკეული შემთხვევები კი ამინდს ვერ შეცვლიან, ან კი როგორ შეცვლიან, როდესაც ამის მოთხოვნა არც არსებობს…

ეს ყველაფერი იმდენად ყოველდღიურობაა, რომ ვერც ამჩნევ, როდესაც საქართველოში ცხოვრობ, ფართო გაგებით პატიოსანი ადამიანის პროტოტიპი საქართველოდან წამოსულისთვის ევროპაში კარგად შეიმჩნევა. აქ ჩვეულებრივი მოქალაქე არ არის ორიენტირებული მოტყუებაზე, პოლიციელი პირდაპირი მნიშვნელობით ადამიანის უფლებებზეა ორიენტირებული, პროკურორი ვერ გაიგებს, რომ უბრძანო საქმე შეთითხნეო და მოსამართლეს ვერ აუხსნი, როგორ შეიძლება მოგისაჯოს, თუ ხედავს, რომ მართალი ხარ. მძღოლი მძღოლს არ აგინებს თუ გზას არ დაუთმობს და დასახლებულ პუნქტში არ გაივლის 100კმ/ს, შენ აქ არავინ გაგწირავს ისე, როგორც ჩვენთან გწირავენ. აქ ადამიანი ფასობს, რაც ჩვენთან დაკარგულია.
.
ცალკეული არასწორი შემთხვევები, რა თქმა უნდა, აქაც ხდება, მაგრამ ეს არ არის მასიური, ეს არის ცალკეული! ჩვენთან კი ცალკეულია კარგი შემთხვევები და მასიურია ცუდი შემთხვევები…

ძალიან მტკივნეულია ამას რომ იაზრებ, რადგან ძალიან მინდა ჩემი ქვეყანაც ასეთი ზრდილობიანი პატიოსანი და ადამიანის ფასეულობებზე ორიენტირებული იყოს, ფასობდეს თითოეული მოქალაქე და სახელმწიფო ზრუნავდეს მასზე, მოქალაქეს კი თავის მხრივ მეტი სახელმწიფოებრივი აზროვნება და პასუხისმგებლობა ამოძრავებდეს. თუმცა, ამისთვის, როგორც ჩანს, ბევრი გვაკლია, სამწუხაროდ…

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close