ბრაზილიის საგარეო საქმეთა მინისტრი ალოუსიო ნუნეს ფერეირა საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტით ჩამოვიდა. ნუნესს სამთავრობო აეროპორტში საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი დელეგაციასთან ერთად დახვდა.

ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო უწყების ხელმძღვანელს ხვალ დილიდან საგარეო საქმეთა სამინისტროში უმასპინძლებენ. დღის განმავლობაში მას ქვეყნის პრეზიდენტი, პრემიერი და ვიცე-პრემიერიც შეხვდებიან. ვიზიტის ფარგლებში განიხილება ყველა შესაძლო თანამშრომლობის სფერო, სადაც ორი ქვეყანა ურთიერთობების გაღრმავებას გეგმავენ, მათ შორის, რეგიონული და საერთაშორისო ორგანიზაციების ფორმატებშიც.

ორი ქვეყანა ტურიზმის სფეროში ურთიერთობების გაღრმავებას ხვალ დოკუმენტით გააფორმებს. მას ხელი საგარეო უწყებაში მოეწერება.

ბრაზილია იმ ქვეყნების სიაშია, რომელთანაც საქართველოს უვიზო რეჟიმი აქვს გაფორმებული, საქართველოს მოქალაქეებს ნებისმიერი 180 დღის პერიოდში ბრაზილიაში 90 დღე შეუძლიათ დაჰყონ.

 

კომენტარები
Загрузка...