უფლებადამცველი გიორგი თევზაძე ეხმიანება უფლებადამცველ ნიკოლოზ მჟავანაძეს, რომელიც წუხილს გამოთქვამს ჰერეთში, ქურმუხის წმინდა გიორგის ეკლესიაში განხორციელებული ვანდალური აქტის გამო.

 გიორგი თევზაძე:

_ მართლაც როდემდე შეიძლება გაგრძელდეს რელიგიური და ეთნიკური ნიშნით ქართული მოსახლეობის დამცირება აზერბაიჯანში? საქართველოში მოქმედ რომელიმე მეჩეთში აზერბაიჯანელის შესვლას შემთხვევით რაიმე შეფერხება რომ მოჰყოლოდა, (საქართველოში უამრავი მეჩეთი ფუნქციონირებს, ასევე, გახსნილია აზერბაიჯანული სკოლები,) აუცილებლად  ატყდებოდა ერთი ვაი- უი სამოქალაქო სექტორის ,,სოროსის თუთიყუშებისაგან” და მათ, ზოგიერთი მედიასაშუალებაც აუწყობდა ფეხს.

მივმართავ საქართველოს მთავრობას, საქართველოს ელჩი აზერბაიჯანში რაიმე პოზიტიურს თუ აკეთებს ადგილობრივი ქართველების უფლებების დასაცავად ან მათი რეგიური მრწამსისა და აღმსარებლობის ხელშეწყობისთვის, ქართული სკოლის ფუნქციონირებისა და ქართული ენის დასაცავად? საზოგადოებისთვის უცნობია მის მიერ, ამ კუთხით განხორციელებული პოზიტიური საქმიანობა. ამასთანავე, ყველას უნდა ესმოდეს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია, ჰქონდეს საშუალება ადგილობრივ ქართულ მოსახლეობას, რომ იქ ფუნქციონირებდეს ქართულენოვანი სკოლები, ისწავლოს და შეინარჩუნოს მართლმადიდებლობა, წინაპართა გვარი და ა.შ.

საქართველოს ხელისუფლება უფრო მეტად უნდა იყოს დაინტერესებული ქართველების ბედით ჰერეთში, კახში, საინგილოში. არ შეიძლება,  ჩვენი თანამემამულეების უფლებების დაცვა აზერბაიჯანულ ნავთობზე მნიშვნელოვანი იყოს. ორმხრივი მეგობრობაა მხოლოდ მნიშვნელოვანი და სიკეთის მომტანი.

ცნობისათვის: ქურმუხის წმინდა გიორგის ეკლესია, მართლმადიდებლური ტაძარი მდებარეობს ჰერეთში, დღევანდელ აზერბაიჯანში, მდ. ქურმუხის ხეობაში (კახის რაიონი), რაიონული ცენტრიდან დაახლოებით 2 კილომეტრის დაშორებით, ნუხისაკენ მიმავალი გზის მარცხენა მხარეზე, კანგარაკის მთის კლდოვან წვერზე. იგი საინგლოს (ისტორიული ჰერეთის) ქართველობის მთავარი რელიგიური სიწმინდე და სალოცავია. ქურმუხის ეკლესიაში წირვა–ლოცვა ჯერჯერობით არ ტარდება, იგი წელიწადში მხოლოდ ორჯერ (გიორგობას) იხსნება მომლოცვეელებისათვის და იქ აღესრულება პარაკლისი.

კომენტარები
Загрузка...