საზოგადოება

,,საქართველოს პრეზიდენტის სიტყვიდან ვერავინ გაიგო თუ ვინაა ჩვენი ოკუპანტი, დამაქცევარი და რატომ ვდგავართ სახელმწიფოებრივად ყოფნა-არყოფნის ზღვარზე”

შალვა ნათელაშვილი, ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე:

_ ვუსმენ ახლა პრეზიდენტის გამოსვლას. დამერწმუნეთ, როგორც დარბაზში ისე მის გარეთ მყოფმა მსოფლიო პოლიტ–ელიტამ, ასევე რიგითმა მსმენელმაც ვერაფერი ვერ გაიგო იმის თაობაზე, თუ ვინაა ჩვენი ოკუპანტი, დამაქცევარი და რატომ ვდგავართ სახელმწიფოებრივად ყოფნა არ ყოფნის ზღვარზე. ვფიქრობ, პუტინის პირად მდივანს არ ეშინია თავისი მბრძანებლის ისე, როგორც ამათ. მიუღებელია და მავნებლურია საქართველოს პრეზიდენტის ტირილი გაეროს ტრიბუნიდან ე.წ აფხაზური ენისა და კულტურის გადარჩენაზე, მით უფრო სოხუმის დაცემისა და გაგრის ტრაგედიათა დღეებში, თანაც იმ დროს, როცა ქართველთა, ქართული ენის, კულტურის გენოციდი ამ წუთებშიც დაუსჯელად მიმდინარეობს აფხაზეთსა თუ ცხინვალის რეგიონში. ნაცვლად იმისა, რომ ამ უმაღლესი ტრიბუნიდან მთელ მსოფლიოს ვაგებინებდეთ აფხაზური ენა-კულტურის ქართულობასა და აფსოურ—ადიღეურის, როგორც რუსეთიდან ტროას ცხენად შემოტანილ სეპარატისტული პროდუქტზე—– პრეზიდენტის დონეზე ვამაგრებთ აფსოური სახელმწიფოებრიობის იდეოლოგიას. მეტი არაა ჩემი მტერი, ასე რაიმე დავიბრუნოთ.

Related Articles

Back to top button
Close