პატრიარქმა, ილია მეორემ სამების ტაძარში ბარბარობის დღესასწაულის დღეს წირვა ჩაატარა. მან ტაძარში მყოფი ბავშვები ამბიონზე აიყვანა და უთხრა, რომ ნარკოტიკები არასდროს უნდა გასინჯონ.

“ბავშვებო, თქვენ ახლა დგახართ ღვთის წინაშე, თქვენ უნდა დადოთ სიტყვა, რომ არასოდეს არ გაეკარებით ნარკოტიკებს. თანახმა ხართ? თქვით ერთად – თანახმა ვართ. თქვენ არც უნდა გასინჯოთ ეს საწამლავი. ადამიანი კარგავს თავის სახეს, თავის სულს, ოჯახს, მშობლებს, სამშობლოს და ამიტომ ყველას უნდა უთხრათ, რომ ეს არის დამღუპველი. მე იმედი მაქვს, რომ ჩვენი ახალგაზრდობა გათავისუფლდება მავნე ჩვევებისაგან, ჩვენი ახალგაზრდობა იგრძნობს ნარკომანიის საშიშროებას. მე კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ ყველას, რომ ნარკოტიკი არასოდეს არ გასინჯოთ”, – მიმართა პატრიარქმა ბავშვებს.

კომენტარები