პოლიტიკა

საქართველოს ოკუპაცია ლეიბორისტებმა კიდევ ერთხელ, სოფელ ოძისთან გაააპროტესტეს

საქართველოს ოკუპაცია ლეიბორისტებმა კიდევ ერთხელ, სოფ ოძისთან გაააპროტესტეს, საიდანაც სულ რამდენიმე კილომეტრში ჩანს რუსი ოკუპანტების სამხედრო ბაზა. შალვა ნათელაშვილი: ,,ოკუპირებული ახალგორის რაიონში, პუტინმა და ივანიშვილის რეჟიმმა, მოაწყვეს ერთობლივი ქართველთა მკვლელობის და გენოციდის ლაბორატორია. ორი თვეა სრულიად დაკეტილია ქსნის ხეობა. არც ცოცხალს უშვებენ, არც მკვდარს, არც ავადმყოფს, რის გამოც ცხოვრება სრულაიდ აუტანელი გახდა: სიძვირე, დეფიციტი, პირველადი სამედიცინო დახმარების არქონა, რის შედეგადაც იხოცებიან ადამიანები. უკვე გარდაიცვალა ინსულტით ქალბატონი მარტიაშვილი, რომელიც მკვლელებმა არ გადმოატარეს დახმარების მისაღებად და უმძიმეს მდგომარეობაშია პედაგოგი ქალბატონი გიგაური, რომელიც ჩავარდა ჭაში და ყოველგვარი კვალიფიციური დამხარების გარეშე, პრაქტიკულად ტყვედ ყავთ აყვანილი ოკუპანტებს. ჩვენ ერთი თვის წინ, პარლამენტში შევიტანეთ დადგენილების პროექტი ,,ქართველთა ერის მიმდინარე და ისტორიული გენოციდის“ შესახებ“. ამის მიღება აუცილებელია იმიტომაც, რომ შეიქმნას საერთაშორისო ტრიბუნალი ქართველთა გენოციდსა და მკველობებზე, რის შემდეგაც რეალობა გახდება ყველა დამნაშავე პირის გასამართლება, კრემლის ჩინოვნიკებიდან დაწყებული, ცხინვალელი სეპარატისტებით გაგრძელებული, ყველასი, ვინც ხელს უწყობს ამ სიკვდილის ზონის გამტკიცებას და დღემდე პარლამენტიდან დუმილია. მოვუწოდებ ე.წ. დეპუტატებს, სასწრაფოს მიიღეთ ეს რეზოლუცია, რათა შემდგომ გვქონდეს საშუალება დავიწყოთ საერთაშორისო ბრძოლა საქართველოს დეოკუპაციისა და მკვლელობის ლაბორატორიათა დამთავრებისთვის. კარგად მოგეხსნებათ, რომ ორი კვირის უკან, აშშ-ს კონგრესმა სცნო და აღიარა სომხების წინააღმდეგ ჩადენილი გენოციდი თურქეთის ოტომანთა იმპერიაში. ის გენოციდი, რაც მართლა მოხდა სამწუხაროდ, გრძელდებოდა ხუთი-შვიდი წელი. ქართველთა გენოციდი, მარტო ამ ბოლო საუკუნეში, ოცდაათი წელია გრძელდება აქვე, ამ ტერიტორიაზე. თუ ჩვენ არ მივიღებთ ამ დადგენილებას და არ დავაყენებთ თავს მსოფლიოს სამსჯავროზე, როგორც მსხვერპლი და დაზარალებული, არავინ ჩვენს გამო თავას არ მოიკლავს და არც უნდა მოიკლას. საქართველოს პარლამენტი არ აკეთებს იმას რაც მათი მოვალეობაა, მათი ხალხის დახოცვის შესახებ რეზოლუციის მიღება არ უნდათ, თავისი ხალხის მკვლელობის წინააღმდეგ არ გამოდიან და ამათ რა პენსია უნდა მოსთხოვო, რა სამსახური, რა სიკეთე?! მსოფლიო საზოგადოებამ, გაერომ შექმნა სპეციალური ტრიბუნალები იუგოსლავიაში, 90-იან წლებში ჩადენილ გენოციდზე და რუანდაში მომხდარი გენოციდის ფაქტებზე, რის შედეგადაც გაასამართლეს პრეზიდენტები, პრემიერმინისტრები, მინისტრები , აღარ ვსაუბრობ გენერლებზე და მათზე ვინც უშულო ახორცილებდა ოკუპაცია-გენოციდის პროცესს. მე ვპირდები ქართველ ხალხს და სრულიად საქართველოს, რომ ყველა, ვინც ჩაიდინა დანაშული ჩვენი ერის წინაშე, ვინც დაღვარა ჩვენი ხალხის სისხლი, აუცილებლად აგებს პასუხს: პოლიტიკურს, სამართლებრივს, და საერთაშორისოს.“

Related Articles

Back to top button
Close