საქართველოს ბანკმა CSR –ის ახალი ვებგვერდი და 100 გამორჩეული პასუხისმგებლობის პროექტი წარადგინა
2 ნოემბერი, 2020- საქართველოს ბანკი სოციალური პასუხისმგებლობის პროექტების მხარდაჭერას განაგრძობს. საზოგადოებისთვის ანგარიშის მიწოდებისა და გამჭვირვალობის მიზნით, იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტ ადამიანს, სფეროს და ადგილს გაუწიოს მხარდაჭერა საკუთარი პოტენციალის მაქსიმალურ ათვისებაში, ბანკმა ახალი ვებგვერდი წარადგინა, სადაც 100 გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობის პროექტია თავმოყრილი.
ინტერაქციული ვებგვერდი გამოირჩევა მრავალფეროვნებით. ის ერთ სივრცეში აერთიანებს 100 განსხვავებულ პროექტს უნიკალური მიმართულებებით, როგორიცაა: განათლების ხელშეწყობა, ინფორმაციისა და თანამედროვე ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობის ზრდა, შშმ პირების მხარდაჭერა, სოციალური მეწარმეობის, როგორც ერთერთი ბიზნეს მოდელის, პოპულარიზაცია და განვითარება, გარემოზე ნეგატიური ზემოქმედების შემცირება, დასაქმება და სხვა.
იმისთვის, რომ სოციალური პრობლემების გადაჭრა სამაგალითო იყოს, მეტმა ადამიანმა შეძლოს განათლების მიღება სწორედ იქ, სადაც მას უნდა, იმისთვის, რომ სოციალური მეწარმეობა ბიზნესის განუყოფელი ნაწილი გახდეს და განვითარების მოტივაცია არასდროს ჩაქრეს, საქართველოს ბანკი აქტიურ რეჟიმში აგრძელებს CSR მიმართულებით პროექტების მხარდაჭერას.
“მოხარული ვართ, წარმოგიდგინოთ ახალი ვებგვერდი სადაც 100 უნიკალურ სოციალური პასუხისმგებლობის პროექტს მოვუყარეთ თავი. სოციალურ პრობლემებზე ცნობიერების ამაღლება, თანასწორი და ინკლუზიური გარემოს შექმნა, განათლების ხელშეწყობა, ბიზნესის მხარდაჭერა, დასაქმების ხელშეწყობა ასევე, მეტი ადამიანის, სფეროს თუ ადგილის განვითარება – ეს სწორედ ის მიმართულებებია, რომლის მხარდაჭერასაც ბანკი წლებია ახორციელებს. ამის პარალელურად ჩვენ ვაგრძელებთ ახალი გზების ძიებას იმისათვის, რომ მეტმა ადამიანმა ირწმუნოს საკუთარი ძალებისა და წარმატების. მთავარია დავიჯეროთ რომ განვითარების გზა სულ არის და არ გავჩერდეთ ”,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, შეგიძლიათ ეწვიოთ ვებგვერდს მითითებულ ბმულზე: https://csr.ge/