ეკონომიკა

საქართველოს ბანკი პროექტ „ბიზნეს კაფე“-ს  პარტნიორი  გახდა

23 აპრილი, 2018– საქართველოს ბანკი, საქართველოს წამყვანი ბანკი, ბიზნეს პროექტის- „ბიზნეს კაფე“-ს  პარტნიორი გახდა.

საქართველოს ბანკი, საკონსულტაციო კომპანია ინსორსისა და „ბიზნეს კაფე“-ს პროექტის ფარგლებში, საკუთარ მომხმარებელს აძლევს საშუალებას, ბიზნესის სხვადასხვა სფეროში წარმატებულმა ადამიანებმა ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება არაფორმალურ გარემოში  გაუზიარონ, დისკუსიები გამართონ  ბიზნესის სფეროს მნიშვნელოვან და აქტუალურ თემებთან დაკავშირებით და ინფორმაცია გაცვალონ საუკეთესო, საერთაშორისო  პრაქტიკის შესახებ.

საკონსულტაციო კომპანია ინსორსისა და საქართველოს ბანკის ერთობლივი თანამშრომლობის ფარგლებში ორგანიზებული პირველი შეხვედრა სამსახურთან  მიჯაჭვულობის თემატიკას მიეძღვნა. შეხვედრის სპიკერი  საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე, ნინო ზამბახიძე იყო. შეხვედრა აქტიური დისკუსიის ფორმატში წარიმართა.  შეხვედრაზე მოწვეული იყვნენ  საქართველოს ბანკის მცირე, საშუალო, მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები და  კლიენტები.

„ბიზნეს კაფე“-ს პროექტის ფარგლებში შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება, სადაც სპიკერები და სტუმრები შეძლებენ ერთმანეთთან მრავალფეროვან საკითხებზე დისკუსიების გამართვას.

 

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close