ეკონომიკა
საქართველოს ბანკი ბიზნესს აგრომეურნეობის დაზღვევას სთავაზობს
14 მაისი, 2021- საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის სანდო პარტნიორი, მისთვის სიახლეების შეთავაზებას განაგრძობს. იმისათვის რომ სოფლის მეურნეობის სფეროში დასაქმებულმა ბიზნესებმა შეძლონ მოსავლის დაზღვევა და დაგეგმილი ფინანსური სარგებლის მიღება, ამისათვის ბანკი მათ სწორ გადაწყვეტილებას – ალდაგის აგროდაზღვევას სთავაზობს.
საქართველოს ბანკის მიერ სპეციალურად აგრობიზნესებისთვის შექმნილი პროდუქტი მოსავლის შემდეგ კატეგორიებზე ვრცელდება:
- ვაზი;
- მარცვლეული კულტურები;
- პარკოსანი კულტურები;
- ბოსტნეული კულტურები;
- ბაღჩეული კულტურები;
- ხეხილი;
- კენკროვანი კულტურები;
- კაკლოვანი კულტურები;
- სუბტროპიკული კულტურები;
- ციტრუსი;
აგრობიზნესების ინტერესებსა და საჭიროებებზე მორგებული პროდუქტი შემდეგი რისკების დაზღვევას ითვალისწინებს:
- სეტყვა;
- წყალდიდობა;
- ქარიშხალი;
- საშემოდგომო ყინვა (ციტრუსისთვის)