ეკონომიკა

საქართველოს ბანკის ახალი შეთავაზება თვითდასაქმებულებისთვის

5 თებერვალი, 2021– საქართველოს ბანკი მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული სერვისებისა და პროდუქტების შეთავაზებას განაგრძობს. ამჯერად ბანკი თვითდასაქმებულ პირებს სხვადასხვა საბანკო პროდუქტებზე წვდომას გაუმჯობესებული პირობებით სთავაზობს. ინიციატივის მიზანია მაქსიმალური კომფორტისა და კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობების შექმნა იმ ადამიანებისათვის, ვისაც არ შეეძლო შემოსავლების დადასტურება და აქამდე  ვერ ახერხებდა საჭირო საბანკო პროდუქტებით სარგებლობას.

დღეიდან აღნიშნული პროცესები საგრძნობლად მარტივდება. თუ აქამდე თვითდასაქმებულისთვის სამსახურის ან შემოსავლების დამადასტურებელი მოწმობის წარდგენა გამოწვევას წარმოადგენდა, ახლა საკმარისია მან წარადგინოს პირადობის მოწმობა და გააზიაროს მისი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია, რათა შეძლოს საჭირო საბანკო პროდუქტებით სარგებლობა.

პროგრამის ფარგლებში, საჭირო ფინანსურ რესურზე წვდომას შეძლებენ ისეთი აქტუალური პროფესიის მქონე ადმიანები, როგორიცაა: რეპეტიტორი, ტაქსის/პირადი მძღოლი, ძიძა, კურიერი, დამლაგებელი, სტილისტი და სხვა. სრული სიის ნახვა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე: https://bankofgeorgia.ge/ka/retail/loans/loan-for-selfemloyed

„საქართველოს ბანკი აქტიურად მუშაობს, რათა მომხმარებელს უფრო მეტი შესაძლებლობები შეუქმნას სხვადასხვა პროდუქტების თუ სერვისების შეთავაზებითა და მათზე წვდომით. მოხარული ვართ, წარმოგიდგინოთ ახალი ინიციატივა, რომელიც სპეციალურად თვითდასაქმებულთათვის შეიქმნა. პროგრამის ფარგლებში, ჩვენ მაქსიმალურად ხელმისაწვდომს ვხდით ყველა იმ საბანკო პროდუქტს, (იქნება ეს სამომხმარებლო სესხი, იპოთეკა  სახლის შეძენისათვის თუ მისი რემონტისთვის) რომლითაც თვითდასაქმებული პირები აქამდე ვერ ახერხებდნენ სარგებლობას. შესაბამისად, მათ ეძლევათ შესაძლებლობა, მიიღონ საჭირო თანხა საკუთარი სურვილებისთვის. ჩვენ ვაგრძელებთ ამ და სხვა მიმართულებებით მომხმარებლის ინტერესების შესაბამისი სერვისებისა თუ პროდუქტების შექმნას და აქტიურად მუშაობას რადგან გვჯერა, რომ ერთმანეთის შესაძლებლობები უსაზღვროა“, – აცხადებენ საქართველოს ბანკში.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close