საზოგადოება

საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელ პროფკავშირსა და საკრებულოს შორის მემურანდუმი გაფორმდა

2017 წლის 19 ოქტომბერს თბილისის საკრებულოში საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირის თავმჯდომარემ, უფლებადამცველმა გიორგი თევზაძემ და თბილისის საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარემ თედო კობახიძემ ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემურანდუმს, რომლის  ფარგლებშიც ერთობლივად ჩარატდება კონფერენციები, დაიგეგმება სხვადასხვა პროფილის პროექტები, რომელიც მიმართული იქნება სამართლებრივი კვლევებისა და სამოქალაქო აქტივობების განხორცილების ხელშეწყობისაკენ. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის უფლებამოსილების ფარგლებში, შემუშავდება სამართლებრივი რეგულაციები და პროექტები,  ასევე  გაიმართება ნებისმიერი სხვა სახის აქტივობა. მხარეები აქტიურად ითანამშრომლებენ ეროვნული კანონმდებლობისა და საერთაშორისო სამართლებრივი სტანდარტების შესაბამისად. მემურანდუმის ხელმოწერის შემდგომ  აღნიშნა, რომ მემურანდუმის გაფორმებით დაიწყება ურთიერთთანამშრომლობის ახალი ეტაპი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close