საზოგადოება

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მორიგი საერთაშორისო წარმატება – დავით ასათიანი ევროპის ადვოკატთა ასოციაციის (AEA-EAL) დირექტორთა საბჭოს წევრია

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, დავით ასათიანი ევროპის ადვოკატთა ასოციაციის (AEA-EAL) დირექტორთა საბჭოს წევრად აირჩიეს. ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ წერილში ნათქვამია: „მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ AEA-EAL-ის გენერალური ასამბლეაზე არჩეულ იქნა დირექტორთა საბჭოს ორი ახალი წევრი: საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტი დავით ასათიანი და პოლონეთის ადვოკატთა ასოციაციის დეკანი ანდჟეი კალანსკი, ვულოცავთ ჩვენს ახალ დირექტორებს!“ საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია პირველი არაევროკავშირის წევრი ქვეყანაა, რომელიც 2017 წელს ევროპის ადვოკატთა ასოციაციის სრული წევრი გახდა და ამგვარი პრეცედენტით გზა გაუხსნა სხვა არაწევრ ქვეყნებს შეუერთდნენ ევროპის ადვოკატთა ასოციაციას.

ევროპის ადვოკატთა ასოციაცია (AEA-EAL) 1986 წელს დაფუძნდა ბელგიაში და მოწოდებულია ხელი შეუწყოს ევროპის ქვეყნების ადვოკატთა ასოციაციაციებისა და ინდივიდუალური ადვოკატების პროფესიულ განვითარებას. „მოხარული ვარ, რომ ჩვენი საერთაშორისო კავშირები ვითარდება. ამ პოზიციაზე ყოფნით შესაძლებლობა გვექნება მეტი გავაკეთოთ საქართველოში მოღვაწე ადვოკატების ინტერესებისათვის, რათა ვუზრუნველვყოთ სათანადო შესაძლებლობები ქართველი ადვოკატების პროფესიული განვითარებისათვის“ – განაცხადა დავით ასათიანმა.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close