საზოგადოება

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია მოუწოდებს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს პროცესების ნორმალიზებისაკენ

   საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის განცხადება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ბოლოდროს მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით:

 საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია მიიჩნევს, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ბოლოდროს მიმდინარე პროცესები მართლმსაჯულების ინტერესს აზიანებს და ამცირებს საზოგადოების ნდობას სასამართლო სისტემისადმი. საბჭოში მოსამართლე და არამოსამართლე წევრებს შორის დაპირისპირებამ ტენდენციის სახე მიიღო, რაც იწვევს საბჭოს პარალიზებას და საფრთხეს უქმნის ამ ორგანოს ნორმალურ ფუნქციონირებას.

 იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წევრებს შორის, რა თქმა უნდა, შესაძლებელია, არსებობდეს განსახვავებული მოსაზრებები კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით, თუმცა მათი გამოხატვა არ უნდა სცდებოდეს კოლეგიალობისა და ეთიკის ფარგლებს და არ უნდა აზიანებდეს საბჭოს, როგორც კონსტიტუციური ორგანოს იმიჯს.

 საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია მიიჩნევს, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ არ უნდა დაუშვას წევრებს შორის დაპირისპირება და უნდა გამონახოს გზა კონსტრუქციული დიალოგისათვის. საბჭოს წევრებმა გვერდზე უნდა გადადონ პიროვნული ფაქტორები, უნდა გაიაზრონ მათი მაღალი პასუხისმგებლობა და მეტი დრო დაუთმონ სასამართლო სისტემის გაჯანსაღებისა და ნდობის აღდგენის პროცესს.

 საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია მოუწოდებს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს კონსტრუქციული დიალოგისა და პროცესების ნორმალიზებისაკენ, რათა არ დაზიანდეს სასამართლოს და მართლმსაჯულების ინტერესი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close