საზოგადოება

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია არჩევნებს ონლაინ რეგისტრაციით და ოპტიკური სკანერების გამოყენებით მართავს

არჩევნების პირველადი შედეგები უბნის დახურვიდან ერთ საათში გახდება ცნობილი

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია, ასოციაციის თავმჯდომარის, აღმასრულებელი საბჭოს, ეთიკის კომისიისა და სარევიზიო კომისიის არჩევნებს მართავს.

წელს პირველად, ევროპის საბჭოსა (CoE) და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USIAD/PROLoG) მხარდაჭერით, ადვოკატთა ასოციაციის საარჩევნო საერთო კრება სპეციალურ ელექტრონულ პორტალზე წინასწარი ონლაინ რეგისტრაციითა და უშუალოდ არჩევნების დღეს – 11 დეკემბერს – ოპტიკური სკანერების გამოყენებით ტარდება.

ასოციაციის არჩევნების პროცესს ამერიკულ-კანადური კომპანია „დელიან ფროჯექთი“ უწევს ადმინისტრირებას. ასევე, საარჩევნო პროცესს „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“-ს (ISFED) წარმომადგენლები აკვირდებიან.

ხმის მიცემის პროცესი „ექსპო ჯორჯიაში“ 10:00 საათიდან მიმდინარეობს და 19:00 საათამდე გაგრძელდება. ხმის დამთვლელი ოპტიკური სკანერების საშუალებით არჩევნების პირველადი შედეგები უბნის დახურვიდან ერთ საათში გახდება ცნობილი.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close