,,მიმართვა საქართველოს მთავრობას
ასევე, სტამბულში მცხოვრებ ქართველებს

ძალიან გთხოვთ, იქნებ გაუწიოთ დახმარება ჩვენს თანამოქალაქეს, ჯონი ჯიჯავაძეს, რომელიც ამ დრომდე
ქ. სტამბულში სამედიცინო ცენტრში ,,მედიპოლ სადა” -ში იმყოფება. ლეიკემით დაავადებული პაციენტია, რომელსაც გადაუდებელი ოპერაციული მკურნალობა სჭირდება.
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო და სოლიდარობის ფონდი დაფინანსებით გაგზავნილი იქნა აღნიშნულ კლინიკაში, მაგრამ ოჯახის გადმოცემით, ამ დრომდე მოტყუებულნი არიან 3 დღის განმავლობაში იმყოფება სავადმყოფოში. აღმოჩდა რომ გადარიცხვა არ არის განხორციელებული რის გამო პაციანტეს არ უტარდება ოპერაცია.

პს.აქვე ჩემი ინფორმაციით ჩვენი სხვა თანამოქალაქეები იმყოფებიან აღნიშნულ კლინიკაში სადაც ერთ კვირაზე მეტია ისინიც ანალოგიურ პრობლემებში არიან.

გთხოვთ იქნებ დაინტერესდეთ აღნიშნული საკითხით.!” _ წერს  სოციალურ ქსელში მერაბ ღოღობერიძე.

კომენტარები
Загрузка...