სამართალი და კრიმინალი

,,სასტუმრო შეესაბამებოდა სტანდარტებს…” _ რაზე საუბრობს ,,ლეოგრანდი”-ს მეპატრონე ჟურნალისტებთან?

“ლეოგრანდის” მეპატრონე ეროლ ავროგენი მწუხარებას გამოთქვამს 25 ნოემბერს ბათუმში, სასტუმრო “ლეოგრანდში” დატრიალებული ტრაგედიის გამო. ამის შესახებ ავროგენმა დღეს, ბათუმში განაცხადა.

“11 ადამიანი დავკარგეთ. ძალიან დიდი მწუხარებას გამოვთქვამთ დაღუპული ადამიანების, ოჯახების წინაშე. აღნიშნული ფაქტიდან გამომდინარე, საერთოდ არ გვიძინია. დღეს არის გლოვის დღე და გამომდინარე აქედან, მათ ოჯახებში მივალთ. ჩვენ შეგვიძლია ყველაფერი გავაკეთოთ, რაც აუცილებელი და საჭირო იქნება. დიდ მადლობას ვუხდით საქართველოს პოლიციას, სახანძრო განყოფილებას, რომლებმაც ასე თავდადებით იმუშავეს. ჩამოსული იყო პრემიერ-მინისტრი, სხვადასხვა მინისტრები და ჩვენ მათთან ერთად ვისაუბრეთ ამ საკითხზე. კიდევ ერთხელ გამოვთქვამთ ღრმა მწუხარებას მომხდარის გამო და “ლეოგრანდში” დასაქმებული პერსონალი არ გათავისუფლდება სამსახურიდან და გააგრძელებენ მუშაობას. აღნიშნული სასტუმრო შეესაბამებოდა სტანდარტებს”,- განაცხადა ავროგენიმა.

“ლეოგრანდში” 24 ნოემბერს გაჩენილი ხანძრის შედეგად საქართველოს 10 და ირანის 1 მოქალაქე დაიღუპა. მომხდარზე ამოძიება საქართველოს სსკ-ის 243-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევას – სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვისაც ამ წესის დაცვა ევალებოდა, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი.

ეროლ ავგორენიმ სასტუმროში აფეთქების ვერსია გამორიცხა. ის ვარაუდობს, რომ სასტუმროში ცეცხლი შესაძლოა, სიგარეტის ნამწვავის ან სხვა აალებადი ნივთიერების გამო გავრცელდა.

„ხანძრის დროს სასტუმროს პირველი 13 სართული მთლიანად სავსე იყო. ინციდენტის დროს ისინი გარეთ სახანძრო კიბით გავიდნენ. გარდაცვლილები Spa-ცენტრში იმყოფებოდნენ, სადაც მასაჟის სალონი, აუზი, თურქული აბანო და საუნაა განთავსებული. როდესაც კვამლი გავრცელდა, ისინი გასახდელში წავიდნენ, ტანსაცმლის ასაღებად, იმის ნაცვლად, რომ სახანძრო კიბით გარეთ გასულიყვნენ“, – განაცხადა თურქმა ბიზნესმენმა.

ბიზნესმენ ეროლ ავგერენის თქმით, ხანძრამდე სამი დღით ადრე სასტუმრომ ტექნიკური შემოწმება გაიარა.

„ბუნებრივი მიზეზით ხანძარი ვერ გაჩნდებოდა. მე ქართულ მართლმსაჯულებას ვენდობი. დარწმუნებული ვარ, რომ გამოძიება რეალურ მიზეზებს დაადგენს. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილები ლიფტში იპოვეს. თუმცა ეს ასე არ არის. ისინი სპა-ცენტრში, ლიფტის წინ იყვნენ. ჩვენ ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა ევროპაში უახლესია. სახანძრო განგაშის სისტემა მომენტალურად ამოქმედდა. პროკურატურა, პოლიცია და სახანძრო სამსახური წინაწარ ანგარიშს ხვალ გაავრცელებენ“, – განაცხადა სასტუმროს მფლობელმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close