საზოგადოება

სასტუმრო „ლეოგრანდს“, დაღუპულთა ოჯახების თხოვნით, სახელს უცვლიან

სასტუმრო და სამორინე „ლეოგრანდი“ არსებული სახელწოდებით ფუნქციონირებას წყვეტს. გადაწყვეტილება სასტუმროს მეპატრონემ, ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებსა და იურისტებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო ipn-ი ავრცელებს.

 

როგორც სასტუმრო „ლეოგრანდის“ იურისტმა კახა წერეთელმა განაცხადა, შეხვედრაზე სასტუმრომ, დაღუპულთა ოჯახის წევრებს, სხვადასხვა საკითხებზე საკუთარი პოზიცია გააცნო.

 

“თვითონ გარდაცვლილთა ოჯახების თხოვნის გათვალისწინებით, სასტუმროს მეპატრონემ მიიღო გადაწყვეტილება, რომ სასტუმროს შეეცვალოს სახელწოდება და მას აღარ ერქვას „ლეოგრანდი“, რადგან თუნდაც ეს სახელი, უკვე ძალიან მძიმეა და თვითონ ეს წარწერაც, როცა შემოდიხარ ქალაქში მძიმეა ყველა იმ ოჯახისთვის და მათ შორის საზოგადოებისთვის. სასტუმრო და სამორინე „ლეოგრანდი“ ამ სახელით წყვეტს ფუნქციონირებას“, – განაცხადა კახა წერეთელმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close