სამართალი და კრიმინალი

სანდრო ბრეგაძე: ხელისუფლებასთან კულუარული მოლაპარაკება არ გვქონია (ვიდეო)

გუშინ, 2 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ”ქართული მარშის” წევრები, გიორგი ონიანი და ლუკა ნაცვლიშვილი გირაოს სანაცვლოდ წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლა.
შეგახსენებთ, რომ ”ქართული მარშის” წევრებმა ( ამა წლის ) 19 მარტს რუსთავი 2-თან ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას წინააღმდეგ აქცია გამართეს და მისგან ბოდიში მოითხოვეს გადაცემაში გამოთქმული მოსაზრებების გამო. აქციის დროს ადგილი ჰქონდა შეხლა-შემოხლას, რა დროსაც ფიზიკურ დაზიანებები მიიღო ჟურნალისტმა დავით ერაძემ. აქტივისტებმა მცირედით დააზიანეს ავტომობილი, რომელშიც ტელეკომპანიის თანამშრომლები იჯდნენ.
აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით მიმდინარეობდა როგორც სისხლის სამართლებრივი, ისე – ადმინისტრაციული საქმეების გამოძიება.
გიორგი ონიანს ბრალად ედებოდა ძალადობა (ცემა), რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე ( ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება) მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ლუკა ნაცვლიშვილს კი გამოძიება სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებას ედავებოდა.
დღეს ორივე მათგანი მოსამართლე ლავრენტი მაღლაკელიძემ სასამართლო დარბაზიდან გაანთავისუფლა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close