საზოგადოება

სანდრო ბრეგაძე: ჩვენი მომხრეები გავაფრთხილეთ, არ მოსულიყვნენ აქციაზე

,,ქართული მარში”-ს ორგანიზატორებმა მომხრეები გააფრთხილეს, რომ არ მისულიყვნენ მათ მიერ დაანონსებულ აქციაზე. ასე მოვიქეცით იმიტომ, რომ პატრიარქმა გვთხოვა, არ ჩაგვეტარებინა აქცია, განაცხადა სანდრო ბრეგაძემ. თუმცა ბევრი გულანთებული ადამიანის გაფრთხილება ვერ მოვასწარით და ახლა მოვედით იმიტომ, რომ მათ მოვუწოდოთ, არ მოხდეს დაპირისპირება.

ბაჩუკი ქარდავა კი აცხადებს, რომ პოლიციამ გადაკეტა საფეხმავლო გზა, რისი უფლებაც მათ არ ჰქონდათ. მათ შეეძლოთ, სამანქანო გზის გადაკეტვა, თუ ეს საჭირო იქნებოდა, მაგრამ საფეხმავლო გზის გადაკეტვა კანონდარღვევააო, აცხადებს ქარდავა.

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published.

Back to top button
Close