საზოგადოება

სანდრო ბრეგაძე: ბათუმში, დავით აღმაშენებლის ძეგლის დადგმას უცხოელები გვიკრძალავენ

სანდრო ბრეგაძე, ,,ქართული მარში”-ს ლიდერი:

_ ყველას !!! ყველას !!! ყველას !!! ამასაც მოვესწარით !!! ბათუმში დავით აღმაშენებლის ძეგლის დადგმას უცხოელები გვიკრძალავენ, ხოლო შეშინებული ადგილობრივი ხელისუფლება ცდილობს ეს საკითხი დააკონსერვოს !!!

6 თვის წინ,2017 წლის აგვისტოში პირადად ჩემს მიერ ბათუმის მერიასა და საკრებულოში შეტანილი იქნა ქართული მარშის ინციატივა,რომ ქალაქ ბათუმის ცენტრში აღმართულიყო ყველაზე დიდი მეფის-დავით აღმაშენებლის ძეგლი.ფაქტიურად ნახევარი წელია ადგილობრივი ხელისუფლება ცდილობს არ განიხილოს ეს საკითხი,უფრო მეტიც-ჩემამდე მოდის შემოთვლები,რომ იქნებ როგორმე მივაჩუმათო ეს თემა,რადგან თურმე დავით მეფის ძეგლის აღმართვა გააღიზიანებს უცხოელ ინვესტორებს,რომლებიც ბათუმში ფლობენ სასტუმროებს,ბორდელებს,რესტორნებს,სტრიპტიზ-კლუბებს,კაზინოებს და ა.შ.უფრო მეტიც-თურმე აღმაშენებლის ძეგლის აღმართვამ შესაძლოა გამოიწვიოს უცხოელების მასობრივი პროტესტი,არეულობა და ისინი ფიზიკური ძალის გამოყენებით არ დაუშვებენ ჩვენი წმინდა მეფის ძეგლის დადგმას—-ყოველივედან გამომდინარე,პირდაპირ უნდა ითქვას რომ ეს არის ქართველი ერის უდიდესი შეურაცხყოფა,თავზე ლაფის დასხმა და იმის ჩვენება,რომ ბათუმში პატრონები არიან არა ქართველები,არამედ სუტინიორ-კრიმინალი უცხოელები.–ქართული მარში არ აპირებს უკან დახევას და თუ უახლოეს 1 თვეში ბათუმის საკრებულო და მერია არ გაცემს ნებართვას ქალაქის ცენტრში აღიმართოს წმინდა დავით აღმაშენებლის ძეგლი,მაშინ ჩვენ ჩავალთ ადგილზე და ჩვენს ბათუმელ ძმებთან ერთად განახებთ თუ ვინაა ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი !!!!

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close