,,დღეს ელიავას ბაზრობის ავტოსადგომზე, მოქალაქემ გააჩერა მანქანა და ბაზრობაზე შევიდა რაღაცეების შესაძენად, მანქანაში დატოვა ორი მცირეწლოვანი ბავშვი, ბავშვებს ჰქონდათ რაღაც სათამაშოები რითაც ერთობოდენ, გართობის დროს ბავშვის სათამაშოზე არსებული კაუჭი მოხვდა თვალის არეში, ამ მომენტს შემთხვევით შევესწარი მე და Irakli Glonti, ირაკლის ბავშვი ხელში ეჭირა და ამშვიდებდა, ვრეკავ 112- ში ვუხსნი სიტუაციას და იქედან მპასუხობენ, ბავშვის მშობელი ადგილზეა თუ უბრალოდ ქუჩის ..მაწანწალა.. მიუსაფარი ბავშვია, გესმით თქვენ რა ხდება? თქვენი შვილი ქუჩაში ცუდად რომ გახდეს და მშობელი არ ახლდეს მსგავს სიტუაციაში, რას ეტყვიან ყურმილში ? აქ ბავშვზეა საუბარი, ხალხო. სანამ ქუჩაში შემთხვევით მოძრავი პატრული არ გააჩერა ხალხმა და მის მიერ არ მოხდა სასწრაფოს გამოძახება, მანამ სასწრაფოს ეკიპაჟს ვერ ვეღირსედ.

მადლობა ღმერთს, ბავშვის თვალი გადარჩა და ქუთუთოზე იყო კაუჭი მოდებული, ერთი 112-ს ვინ აძლევს მსგავს ინსტრუქტაჟს, დედები გყაავთ ?” _ წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე მათე სარკინეთელი.

კომენტარები