ცხოველთა სამყარო

,,სამხედრო მეთაურმა ჯარისკაცებს ძაღლები დაახოცინა “

დღეს თავშესაფარს დაუკავშირდნენ კოჯრის გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრიდან. ერთ-ერთი თანამშრომლის ინფორმაციით, აღნიშნული ცენტრის ეზოში 2 ძაღლი ბინადრობს. მათ დახოცვით ემუქრებიან, თუ ტერიტორიიდან არ გაიყვანენ. ამავე თანამშრომლის ინფორმაციით, ძაღლები ლეკვობიდან გაზარდა სამხედრო მედდამ. სამწუხაროდ, ეს ქალბატონი იმ გახმაურებულ ავტოკატასტროფას ემსხვერპლა, რომელიც 2016 წლის 25 ნოემბერს მოხდა მცხეთის გზაზე, სამხედრო პიკაპი მცხეთის ხიდიდან მტკვარში გადავარდა. იმავე ცენტრის თანამშრომელმა გვაცნობა, რომ ყოფილმა მეთაურმა 3 წლის წინ ჯარისკაცებს სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე მყოფი ძაღლები დაახოცინა, დიდი ორმო ამოათხრევინა და დაამარხინა. შესაძლებელია, იგივე ბედი გაიზიაროს გარდაცვლილი მედდის მიერ გაზრდილმა ძაღლებმაც. ამ საზარელ ფაქტთან დაკავშირებით ცხოველთა უფლებადამცველი თამაზ ელიზბარაშვილი აცხადება: ,, მივმართავ თავდაცვის მინისტრს, ბატონ ლევან იზორიას, თუ სამხედრო ცენტრის თანამშრომლის მიერ მოწოდებული ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება, მაშინ გამოიძიონ 3 წლის წინ მომხდარი დანაშაული და საკადრისად დასაჯონ დამნაშავე. რაც შეეხება ცენტრის ტერიტორიაზე მყოფ ორ ძაღლს, თუ მათ კანონი უკრძალავს იქ ყოფნას, მაშინ მე მზად ვარ ისინი თავშესაფარში მივიღო“.

 

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close