,,სამი ბიჭუნა მოიყვანეს, სამივეს გათიშული ჰქონდა ტოქსინისგან თირკმელი…” _ ექიმი დავით გადელია გაფრთხილებთ!
ექიმი დავით გადელია გაფრთხილებთ:
,,David Gadelia
წელს, საბედნიეროდ, ნაწლავური ინფექციები არაა შარშანდელივით გავრცელებული. მაგრამ, სამწუხაროდ, ძალიან მძიმე ტოქსინის შემცველები გვხვდება. ათი დღის წინ, სამი ბიჭუნა მოიყვანეს – 16, 18, 21 წლების (არა ერთდროული შემთხვევა). ორ მათგანს – ეშერიხიოზი, სავარაუდოდ სწრაფი კვების ობიექტზე დაავადნენ. სამივეს უმძიმესი მდგომარეობა ჰქონდათ და აქამდე რეანიმაციაში იმყოფებიან. მხოლოდ ახლა, როცა მათ სიცოცხლეს საფრთხე პირდაპირ არ ემუქრებათ, ცოტა შვება მომეცა და ვწერ. სამივეს გათიშული ჰქონდა ტოქსინისგან თირკმელი და ხელოვნურ თირკმელზე იყვნენ. ერთ მათგანს, სამწუხაროდ ჯერ კიდევ არ აუმუშავდა და კვლავ რჩება დიალიზზე. ღმერთმა ქნას აღდგეს- არაა მხოლოდ ჩვენზე დამოკიდებული. მთელი კლინიკა, მათი ყოველდღიური მდგომარეობით და მკურნალობით ვცხოვრობთ.
კიდევ ერთხელ:
●დაიბანეთ ძალიან ხშირად ხელები!!!
●მოერიდეთ საეჭვო ჰიგიენური მდგომარეობის მქონე (უმეტესად ეს – თვალითაც ჩანს) საზ.კვების ობიექტებზე ჭამას!!
● საერთოდ, ზაფხულის პერიოდში, მოერიდეთ გარეთ ხორციანი საკვების, კრემიანი ნამცხვრის ჭამას ( სხვა პროდუქტიც საშიშია, ინფექციის თვალსაზრისით)!!
●სახლში კარგად გარეცხეთ ბოსტნეული, განსაკუთრებით მწვანილი!”