საზოგადოება

სამართალდარღვევათა კოდექსში ვიდეოჯარიმების  აღსრულების ახალი წესის შესახებ ბუკლეტს პატრული არიგებს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მოქალაქეთა მაქსიმალური ინფორმირების მიზნით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ვიდეოჯარიმების
აღსრულების ახალი წესის და შსს-ს ტექნოლოგიური სიახლეების შესახებ  საინფორმაციო ბუკლეტები მოამზადა.

შსს-ს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ბუკლეტები დედაქალაქსა და ქვეყნის რეგიონებში მძღოლებს დაურიგეს.

მიმდინარე წლის 1 ნოემბრიდან ძალაში შედის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ვიდეოჯარიმების აღსრულების ახალი წესი. ასევე, ამოქმედდება ე.წ. ჭკვიანი კამერები, რომელთა საშუალებით, შსს-ს ერთობლივი ოპერაციების ცენტრში დანერგილი ვიდეოანალიტიკური პროგრამების გამოყენებით,
ავტომატურ რეჟიმში მოხდება სხვადასხვა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის დაფიქსირება. შსს-ში მიმდინარე საპოლიციო ტექნოლოგიური რეფორმის ფარგლებში, 2017 წლის ბოლომდე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 3000-მდე ე.წ. ჭკვიანი კამერა
მონტაჟდება.
შსს-ს ტექნოლოგიური სიახლეების მიზანია საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევებზე მყისიერი რეაგირება და ავტოსაგზაო შემთხვევის პრევენცია.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close