საზოგადოება

სალომე ზურაბიშვილი: რატომ დავუჭირე მხარი ნინია კაკაბაძის კანდიდატურას საზმაუ-ს ბორდში

სალომე ზურაბიშვილი, პარლამენტის წევრი:

_ ჩემ ამომრჩევლებს – ვის წინაშეც ანგარიშვალდებული ვარ – მინდა ავუხსნა ჩემი დღევანდელი პოზიცია, ანუ რატომ დავუჭირე მხარი ნინია კაკაბაძის კანდიდატურას საზმაუს ბორდზე და სამაგიეროდ, ნინო ლომჯარიას წინააღმდეგ ვუყარე კენჭი სახალხო დამცველის პოსტზე.
დავიწყოთ იმითი, რომ არც ერთის და არც მეორეს შეხედულებებს – ნაციონალურ მოძრაობასთან უკიდურესად დაახლოებულს – არ ვიზიარებ.
თუმცა ერთ შემთხვევაში საქმე ეხება საზოგადოებრივ მაუწყებელს და მის ბორდს, სადაც მიმაჩნია, მრავალფეროვნება და “ოპოზიციური” წარმომადგენლის მონაწილეობა (მირჩევნოდა სხვა ოპოზიცია არსებობდეს ქვეყანაში და მისი წარმომადგენელი მიგვეღო) საფრთხეს არ წარმოადგენს და საჭიროც არის რაღაც დონეზე. მიუკერძოებელ კანდიდატს ეს ოპოზიცია არ და ვერ წარმოადგენდა და პროცესი ჩიხში შევიდოდა, რაც ასევე საზმაუსის საქმიანობას არ წაადგებოდა.
სამაგიეროდ მეორე შემთხვევაში – სახალხო დამცველისა- რომელიც აუცილებლად უნდა იყოს მიუკერძოებელი, ზეპარტიული და ობიექტური, ლომჟარიას კანიდატურა სრულიად მიუღებელი იყო, რაც დადასტურდა მის ახლახან წარმოდგენილ აშკარად პოლიტიკურად ინსპირირებულ წლიურ ანგარიშში და პოზიციებში.
ორივე შემთხვევაში გადაწყვეტილება მივიღე დამოუკიდებლად, ჩემ საკუთარ პოლიტიკური რწამსის თანახმად …

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close