საზოგადოება

,,საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს იურისტის დიპლომი არ აქვს _ ქიმიკოსია და უტიფრად ამბობს, იურისტი ვარო”

,,საქართველოში რაც ხდება, ბანანის ქვეყნებშიც კი წარმოუდგენელია. ზაზა თავაძე ათი წელია საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეა, ამჟამად თავმჯდომარეა და მაგისტრის დიპლომიც არ აქვს კანონის შესაბამისად და პრეტენზია აქვს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობაზე. ზაზა თავაძე ნაციონალების დროს დაინიშნა და იგივე გრძელდება დღეს. ადამიანი ქიმიკოსია და უტიფრად გაიძახის იურისტი ვარ, სადოქტოროზე ვსწავლობ. სადოქტოროზე სწავლა ქიმიკოსის დიპლომით არ ნიშნავს იურისტ მაგისტრის დიპლომის ქონას. ეს, რომ არ იცის უკანონოდ გამწესებულმა მოსამართლე ზაზა თავაძემ ეს არის იმის დადასტურება, რომ ქვეყანაში სიბნელეა. ამ დროს თბილისის სააპელაციო სასამართლოში ქსეროქსზე მუშაობს დიპლომიანი და მოსამართლეობის გამოცდა ჩაბარებული თამარ ცუცქირიძე, რომელსაც ” პატრონი” არ ყავს და სასამართლო სხდომის მდივნობაც არ აღირსეს, მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ მიიღო კონკურსში მონაწილეობა. აი ასეთი ” სამართლიან” ქვეყანაში ვცოვრობთ” _ წერს ადვოკატი მამუკა ნოზაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

Related Articles

Back to top button
Close