საზოგადოება

,,საკმარისია, ადამიანმა დაკარგოს სინდისი და მისთვის ცხოვრება ხდება მშვენიერი და საამური”

შალვა ნათელაშვილი, ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე:

_ სწორი ნათქვამია, საკმარისია, ადამიანმა დაკარგოს სინდისი და მისთვის ცხოვრება ხდება მშვენიერი და საამური. ამ სტადიაშია, ოღონდ კოლექტიურად ტელეკომპანია ,,იმედი”, რომლის გადარჩენასაც 2007 წელს კინაღამ ფიზიკურად შევეწირე. კიდევ ერთხელ სირცხვილი ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის იმ წარმომადგელებს, ვინც ბადრის ფაქტობრივ მკვლელ ივანიშვილს, ეს პატარკაციშვილისგან ქართველ ხალხზე ნაჩუქარი ტელევიზია გადასცა. სირცხვილი უსირცხვილო ჟურნალისტ–ზონდერებს, რომელნიც შხამს და სიცრუეს აფრქვევენ მწვანე დოლარების სანაცვლოდ.

მინდა პენსიონერებმა კარგად იცოდნენ, სწორედ ამ ტელევიზიის დეზინფორმაციის ბასტიონად გადაქცევისთვის აჩუქა ივანიშვილმა თქვენი ,,ლიბერთი” ბანკი ამ კომპანიის მენეჯერ ირაკლი რუხაძეს, რომელიც თქვენი პენსიების მიტაცებით მილიარდებს აკეთებს დღემდე. სწორედ ეს ტელევიზიაა მთავარი ბუდე უზნეობის ეტალონი შალვა რამიშვილისა და ლაშა ნაცვლიშვილის, სწორედ ამ არხზე გაიგებთ ყოველგვარ სიბინძურეს, ცილისწამებას ოლიგარქის პოლიტიკურ ოპოზიციაზე; სწორედ ეს არხია, რომელზეც 8 წელია ლეიბორისტული პარტიისა და ჩემი ხსენება არ ყოფილა, თუ რა თქმა უნდა, რაიმე სიბინძურე თუ არ გადმოანთხიეს. მოკლედ, ასეთი ტელევიზია – ზონდერი მომავალ საქართველოში არ უნდა არსებობდეს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close