საზოგადოება

,,სათბურში საკუთარი ხელით კრეფს კიტრს და სოციალურად დაუცველ ოჯახებს ურიგებს”

,,ამ ბიჭს იცნობდეთ, ამ კაცს!

გიორგი გერგედავაა ზუგდიდიდან.

სასათბურე მეურნეობა აქვს. კიტრი მოჰყავს, მაგრამ შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, რეალიზაციას ვერ ახერხებს.

შეეძლო, წიოკი აეტეხა. საპროტესტო აქცია მოეწყო. ეყვირა – არ მაინტერესებს მე თქვენი საგანგებო მდგომარეობა, როგორც გინდათ ისე გამაყიდინეთ ჩემი კიტრიო!

შეეძლო, გაუყიდავი კიტრი გამოეტანა და პროტესტის ნიშნად ქუჩაში დაეყარა ან რომელიმე საჯარო ადმინისტრაციული შენობის შესასვლელთან, როგორც მაგალითად, საჩუქრად მიტანილი სააღდგომო პასკა მოისროლა ქუჩაში ერთმა ქალმა და სააღდგომო კვერცხები დალეწა.

არა, ეს სხვა კაცია.

პატარა ბიჭია, მაგრამ დიდი კაცია.

სათბურში საკუთარი ხელით კრეფს კიტრს და სოციალურად დაუცველ ოჯახებს ურიგებს.

უჭირს თვითონაც, მაგრამ უფრო გაჭირვებულებს ეხმარება.

გიორგი ზუგდიდიდან, გვარად გერგედევა და საქციელითა და ცხოვრების წესით კი გერგეზავა.

გერგეზი მეგრულად გმირს ნიშნავს.

ჩვენი დროის გერგეზავაა ეს გერგედავა, ზუგდიდელი გიორგი!” _ წერს ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close