საზოგადოება

საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა თანამდებობა დატოვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა, გიორგი ფუტკარაძემ თანამდებობა დატოვა.

ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

„დღეს, ბევრი ფიქრის შემდეგ ჩემთვის რთული გადაწყვეტილება მივიღე. ვტოვებ პირველი არხის ახალი ამბების სამსახურის ხელმძღვანელის პოსტს. ამ არხთან და ჩემს კოლეგებთან, ძველებთან თუ ახლებთან, ბევრი საინტერესო, რთული და გამოწვევებით სავსე სამუშაო დღეები და ღამეები მაკავშირებს, მადლობა მათ შრომისთვის, ერთგულებისთვის. დღეს ამ გუნდს დავემშვიდობე, წარმატებები მათ. ახლა ჩემს ცხოვრებაში ახალი გამოწვევების დროა.“- წერს გიორგი ფუტკარაძე ფეისბუქზე.

სრული ვერსიის ნახვა

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close