იუსტიციის უმაღლესი სკოლის რეფორმირების აუცილებლობლობაზე საუბრობს პოლიტიკური პლატფორმა “ახალი საქართველოს” სათათბიროს წევრი, ანა კობახიძე:

“სასამართლო სისტემაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეფორმა სწორედ იუსტიციის სკოლას სჭირდება. უნდა გაუქმდეს იუსტიციის უმაღლესი სკოლა, როგორც ერთადერთი მონოპოლისტი და შესაძლებლობა ჰქონდეთ უმაღლეს სასწავლებლებს, როგორც საჯარო სამართლის ისე კერძო სამართლის იურიდიულ პირებს, განახორციელონ იგივე სწავლება და მომზადება სასამართლოში დასაქმებული პირებისთვის და არა მარტო იმ პირებისთვის ვინც სისტემაში უკვე მუშაობს.

ცვლილებები უნდა განხორციელდეს “იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესახებ” საქართველოს კანონში.

აღნიშნული რეფორმა შექმნის კონკურენტულ გარემოს, რაც თავის მხრივ გაზრდის სწავლების ხარისხს. სწავლება შესაძლებელი გახდება ნებისმიერი დაინტერესებული იურისტისთვის, რითაც მოხდება ახალი პროფესიონალების შემოსვლა სასამართლო სისტემაში.

სასამართლოს მე-4 ტალღის რეფორმებში დაანონსებული იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის რეფორმაც, თუმცა ჩვენი წერილობითი მოთხოვნის მიუხედავად, კვლავ საიდუმლოდ რჩება, თუ რა სახის ცვლილებები მინდინარეობს ან რა არის დაგეგმილი” – განაცხადა ანა კობახიძემ.

წყარო: ng.ge

კომენტარები
Загрузка...