საზოგადოება

სად დაინიშნება არჩევნების მეორე ტური? _ დღეს ცესკო საბოლოო შედეგებს შეაჯამებს

დრეს ცენტრალური საარჩევნო კომისია 21 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების საბოლოო შედეგებს შეაჯამებს. წინასწარი მონაცემებით, არჩევნების მეორე ტური შესაძლოა დაინიშნოს ექვს მუნიციპალიტეტში. ესენია ყაზბეგი, ხაშური, ბორჯომი, ოზურგეთი, ქუთაისი და მარტვილი. ცესკოს სხდომა 16:00 საათზეა ჩანიშნული.

უფრო კონკრეტულად, ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულია შემდეგი საკითხები:

1. საქართველოს დედაქალაქის – ქალაქ თბილისის მერის 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების შედეგების შეჯამება;

2. საქართველოს დედაქალაქის – ქალაქ თბილისის საკრებულოს 2017 წლის 21 ოქტომბრის პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგების შეჯამება;

3. განკარგულება თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნებისათვის მეორე ტურის დანიშვნის შესახებ;

4. დადგენილება თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურის გამართვისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ვადების დადგენის შესახებ;

5. დადგენილება „მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურისთვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხის განაწილებისა და გამოყენების წესის განსაზღვრის თაობაზე;

6. დადგენილება „მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურისთვის ზოგიერთი საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ საჭირო ფულადი სახსრების განაწილებისა და გამოყენების წესის განსაზღვრის თაობაზე.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close