საბარგულში თანამშრომელი დარჩათ
წარმოუდგენელი ინციდენტი თურქეთ-საბერძნეთის რეისზე - ექსტრემალურ პირობებს, -25 გრადუსს გაუძლო

წარმოუდგენელი ინციდენტი თურქეთ-საბერძნეთის რეისზე მოხდა – თვითმფრინავის საბარგულში დარჩათ თანამშრომელი, რომელმაც ექსტრემალურ პირობებს გაუძლო.
.
როგორც ირკვევა, თვითმფრინავი სტამბოლიდან ათენის მიმართულებით გამოემართა, თანამშრომელი კი, რომელსაც ჩემოდნების შესაბამის ადგილას განთავსება ჰქონდა დავალებული, საბარგულში შევიდა, რომ დარწმუნებულიყო, ყველაფერი უსაფრთხოდ იყო. თუმცა ეკიპაჟს დაავიწყდა, რომ მამაკაცი იქ იმყოფებოდა და ჩაკეტეს, ან უბრალოდ ჩათვალეს, რომ იქიდან უკვე გამოსული იყო.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცი ყვიროდა და ხელებს ურტყამდა კარს, მაგრამ უშედეგოდ, მისი ხმა არავის ესმოდა. როდესაც თვითმფრინავი დაიძრა და 11.000 მეტრზე ავიდა, ტემპერატურა -25 გრადუსამდე დაეცა. სტამბოლის აეროპორტში თავიდან არავის მოეჩვენა უცნაურად მისი არყოფნა, იფიქრეს, რომ შესვენებაზე იყო გასული, მაგრამ ვინაიდან აღარ გამოჩნდა, კამერები ჩართეს და ნახეს, რომ ალი საბარგულში შევიდა, მაგრამ უკან აღარ გამოსულა.
მამაკაცმა -25 გრადუსიან ყინვას გაუძლო და ფსიქოლოგიური ტრავმის გამო სპეციალურ თერაპიას გადის, პარალელურად, შეიტანა საჩივარი კოლეგების წინააღმდეგ გაუფრთხილებლობის გამო. აღსანიშნავია, რომ ალი სამსახურიდან გაათავისუფლეს.
georgians.gr