საზოგადოება

,,საბანკო ელიტა ცდილობს, მოახდინოს ხელისუფლების უზურპაცია, რადგან ელოდებათ სახალხო რისხვა”

შალვა ნათელაშვილი, ლეიბორისტული პარტიის ლიდერი:

_ დავამთავროთ საბანკო ყაჩაღობა, კაბალური პროცენტები! გავათავისუფლოთ ხალხი საბანკო მძევლობისგან და ტყვეობისგან, რომლის ავტორი და ინიციატორი გახლავთ ბიძინა ივანიშვილი. თუ ბანკები არ გადაიქცა ეკონომიკის, ბიზნესის, ხალხის კეთილდღეობის წყაროდ, დარჩებიან დამსჯელ ბერკეტად, 25-30-100-300 პროცენტიანი განაკვეთებით და ამ ყველაფერს კურირებას უწევს ივანიშვილის საბანკო კამარელია. ბანკებს მოსახლეობის უმეტესობა დაყადაღებული ყავთ. მსგავსი დედამიწის არცერთ კუთხეში არ ხდება. აასეთი საბანკო პრპოცენტი არსად არაა.

არსად არ ხდება, რომ საბანკო სისტემები იმავდროულად ფლობდნენ საწარმოებს და სტრატეგიულ ობიექტებს; მაგალითად, საქართველოს ბანკის საკუთრებააა თბილწყალკანალი, ლიბერთის _ მეტალურგიული ქარხანა… და ამ ყაჩაღების სათავეში დგას ბანკი ,,ქართუს“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილის, რომელ ქვეყანაშიც ხდება, რომ ადამიანები ნაგვის ურნებში იქექებოდნენ და ამ დროს საქართველოს ხელმძღვაენლს გილაურს, 5 მლნ აქვს ხელფასი, თიბისი ბანკის ხელმძღვანელ ბუცხრიკიძეს _ 4 მლნ, ხოლო ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტს კიკორიას 3,5, მლნ. უკვე დაკარგა სახლები, უამრავი ბიზნესია დაყადაღებულ- დაკაბალებული ბანკის ვალების გამო და ეს მთელ საქართველოს ამოსახლეობას ბანკების 19 მილიარდი ვალი აქვთ, 200 ათასი ოჯახი გამოსახლებას ელოდებს.

ბანკების თემა არჩევნების წინ აქტუალური გახდა იმიტომ, რომ ყველას აწუხებს ბანკების ყაჩაღობა, მათი დიქტატურა. სააკაშვილი პოლიტიკოსია და ის ეძებს მასობრივი მხადაჭერისთვის შესაბამის თემებს. რაც შეეხება ამ ბოროტ მმართველს, გაიხსენეთ, რა იყო წინასაარჩევნოდ მისი დაპირებები: უფასო ფული, დაბალი პროცენტი და ბანკების გახალხოება. სინამდვილეში კი, ბანკების საკონცენტრაციო ბანაკი მოგვიწყო და ყველანი ბანკების მძევლებდ გვაქცია. ორივეს მიმართებაში შემიძლია ვთქვას ერთდერთი, ბიბლიური ჭეშმარიტება: არ დაუჯეროთ ოდეს მგლების მოგევლინონ ცხვრის ტყავში. ახლა კარგად იცის ოლიგარქმა, რომ ძალაუფლებას კარგავს და მისი ყველაზე ახლობელი, მისი შვილის ძმაკაცი აალაპარაკა ბანკების თემაზე. ბახტაძე იყო რკინიგზის შეფი დანიშნული ივანიშვილის ოჯახიდან დუტასთან ძმაკაცობის გამო. ისევე, როგორც უწინ, ყაჩაღი ფარცხალაძე დანიშნეს გენერალურ პროკურორად, ბერას ძმაკაცობის გამო და ივანიშვილთან რკინიგზიდან 1 მილიონი დოლარი მოჰქონდა. ეს რკინიგზის ყაჩაღი ახლა ცდილობს ხალხს თავი დაამახსოვროს ბანკების გმობით. საბანკო ელიტა ცდილობს, კვლავ მოახდინონ ხელისუფლების უზურპაცია, იმიტომ, რომ იციან, ელოდებათ სახალხო რისხვა. საქართველოს გამარჯვება, გათავისუფლება დამოკიდებულია საბანკო მაფიის დამარცხებაზე, ივანიშვილის მეთურობით და ეს ყველამ უნდა გავაკეთოთ. ყველას აქვს თავისი დიდგორი მოსაგები და ჩვენი დიდგორი არის საბანკო მაფიის დამარცხება მისი ყაჩაღი ხელმძღვანელის, ივანიშვლის მეთაურობით.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close