პოლიტიკა

“სააკაშვილი ზოგჯერ ემოციური კია, მაგრამ, არც იმდენად სულელი, რომ ომი დაეწყო”

რუსეთის ფედერალურ არხ “როსიაზე” გადაცემა 60 წუთში, რომელშიც ნინო ბურჯანაძე იყო მიწვეული, უკრაინაში მიმდინარე მოვლენები განიხილეს.

პარტია “დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერმა  მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებისა და რადას წინ მიმდინარე აქციის შესახებ ისაუბრა.

მისი განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მხარდაჭერის გარეშე საზღვარს ვერ გადაკვეთდა.

ნინო ბურჯანაძე შეეხო აგვისტოს ომსაც და განაცხადა, რომ ეს იყო ნამდვილი პროვოკაცია. მისი თქმით, გარკვეულ ძალებს შეერთებულ შტატებში დღესაც სჭირდებათ რუსეთის ჩართვა უკრაინის პრობლემებში, რომ მოახლოებული მსოფლიო ჩემპიონატის წინ ის ცივილიზაციის ნომერ პირველ მტრად აქციონ.

”რაც 2008 წელს მოხდა, ნამდვილად პროვოკაცია იყო. სააკაშვილი ზოგჯერ ემოციური კია, მაგრამ, არც იმდენად სულელი, რომ ომი დაეწყო და ჩაერთო საქართველო ამ ომში კონკრეტული გარანტიების არქონის გარეშე. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ მის ზურგს უკან იდგა მაკკეინის გუნდი, რომელსაც ძალიან სჭირდებოდა რუსეთის ჩართვა ომში. დიდი იმედი მაქვს, უკრაინა არ გაიმეორებს ამ შეცდომას და რუსეთიც არ ჩაერთვება ამ ომში, რადგან ეს კატასტროფა იქნება უკრაინისთვის და რუსეთისთვისაც.

“რა თქმა უნდა, რუსეთს შეიძლია სამხედრო ძალით გაიმარჯვოს, მაგრამ მაინც ძალიან ცუდი იქნება მისთვის. მიზანი ერთია, აქციონ რუსეთი ნომერ პირველ მტრად. ახლა უფრო სჭირდებათ რუსეთის ჩართვა ამ პრობლემაში. ახლოვდება საპრეზიდენტო არჩევნები, მსოფლიო ჩემპიონატი. რატომაც არ გაკეთდეს ისე, რომ რუსეთმა გადადგას ნაბიჯები, რომელიც მთელ მსოფლიოს და დასავლეთს მისცემს საშუალებას, რუსეთი ცივილიზაციის ნომერ პირველ მტრად დააყენოს” – განაცხადა ბურჯანაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close