საზოგადოება

სააკაშვილის მომხრემ ბენზინი გადაისხა…

ცოტა ხნის წინ მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთმა მომხრემ ბენზინი გადაისხა და თავის დაწვა სცადა, -ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მას განზრახვაში ხელი უკრაინელმა სამართალდამცველებმა შეუშალეს.

ამ წუთებში ის მიკროავტობუსი, რომელშიც დაკავებული სააკაშვილი იმყოფება, მისი მომხრეების მიერ ბლოკირებულია.

მიხეილ სააკაშვილს უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე და 256-ე მუხლით წაუყენებენ ბრალს, რაც დანაშაულებრივ ჯგუფებთან თანამშრომლობას და მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის დაფარვას გულისხმობს.

წყარო

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close