სამშენებლო კომპანია ,,ცენტრ პოინტის” დამფუძნებლებსა და პროკურატურას შორის საპროცესო შეთანხმება, სავარაუდოდ, უახლოეს ორ კვირაში გაფორმდება. შესაბამისად, მაია რჩეულიშვილი და რუსუდან კერვალიშვილიც საპატიმროს დატოვებენ, რასაც კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან დაზარალებულები, რომლებიც ჯერ ობიექტებზე მშენებლობის დასრულებას ითხოვენ. როგორც კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი გურამ რჩეულიშვილი ამბობს, “ცენტრ-პოინტი” იყიდება და დაზარალებულების მოთხოვნას უკვე ახალი კომპანია შეასრულებს. გავრცელებული ინფორმაციით ,,ცენტრ პოინტს” ,,ემ კვადრატი” ყიდულობს.