საზოგადოება

რუსუდან შარაძის პრესკონფერენციაზე ჟურნალისტები არ მივიდნენ

დღეს, 12.00 საათზე,  „პრაიმტაიმის“ პრესკლუბში გურამ შარაძის ქალიშვილი, რუსუდან შარაძე პრესკონფერენციას ატარებდა თემაზე: რა ახალი გარემოებები გამოიკვეთა გურამ შარაძის მკვლელობის საქმეში და ვინ უშლის ხელს ამ მკვლელობის გახსნას?!

პრესკონფერენცია უნდა დაწყებულიყო, რომ რუსუდან შარაძემ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ასეთი პოსტი გამოაქვეყნა:

,,ვზივარ ახლა პრესკლუბში, სადაცაა, პრესკონფერენცია უნდა დავიწყო და….. არცერთი, არცერთი ჟურნალისტი არ მოდის, არცერთი! 

მამაჩემი გამახსენდა. მიშას დროს, მოიწვევდა პრესკონფერენციას და მარტო იჯდა, სულ მარტო!

,,მალადეც“ სუსს, „მაგრად“ გიმუშავიათ, მაგრამ თუ გგონიათ, ეს გადაგარჩენთ, ძალიან ცდებით.  ვიწყებ!”

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close