მსოფლიო
რუსეთი გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის გამართვას მოითხოვს
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სირიაზე განხორციელებულ დარტყმას „აგრესიის აქტი“ უწოდა.
მისივე თქმით, სირიაზე დარტყმას გამანადგურებელი ეფექტი ექნება მთელს საერთაშორისო ურთიერთობების სისტემაზე.
„რუსეთი მოითხოვს გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის გამართვას, რათა განიხილოს შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეების აგრესიული ქმედებები. რუსეთი გმობს თავდასხმას სირიაზე, სადაც რუსი სამხედროები ტერორიზმთან ბრძოლაში ლეგიტიმურ მთავრობას ეხმარებიან”, – განაცხადა პუტინმა.
პუტინმა კიდევ ერთხელ უარყო სირიაში ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენებასთან რაიმე კავშირი და განაცხადა, რომ „აშშ და მისმა მოკავშირეებმა ისე დაიწყეს თავდასხმა, რომ არ დაელოდნენ გამოძიების შედეგებს“.