პოლიტიკა

რუსეთის საგარეო უწყება ბერშუეთის საზღვრის გადმოწევაზე: ,,ეს შეთხზული პროპაგანდისტული სატყუარებია”

რუსეთის საგარეო უწყება ბერშუეთში საზღვრის გადმოწევას ეხმაურება. საგარეო უწყების  განცხადებით, პრაღის შეხვედრის წინა დღე სიანფორმაციო პროვოკაციამ დაჩრდილა.

“სამწუხაროდ, როგორც ხშირად ხდება ხოლმე, პრაღის შეხვედრის წინა დღე საინფორმაციო პროვოკაციამ დაჩრდილა. ეს შეთხზული პროპაგანდისტული სატყუარებია. რუსეთ საქართველოს ურთიერთობის ნორმალიზების მოწინააღმდეგეები პრაღის კონსტრუქციულ შეხვედრას ხელს ვერ შეუშლიან”, – წერია ლავროვის უწყების განცხადებაში.

რუსმა ოკუპანტებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთში ე. წ. საზღვარი გადმოწიეს. “ეს ე. წ. ბორდერიზაციის უკანონო პროცესის გაგრძელებაა”, – აცხადებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელშვილის წარმომადგენელი ვითარებას ადგილზე გაეცნო. საგარეო უწყება საერთაშორისო თანამეგობრობას რეაგირებისკენ მოუწოდებს. პრეზიდენტის დავალებით, ინფორმაცია დაუყოვნებლივ მიეწოდება პარტნიორებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს და მეგობარ სახელმწიფოებს. ევროკავშირის მისიამ განცხადება გაავრცელა. დამკვირვებლები საოკუპაციო ხაზთან პატრულირებენ. ე. წ. საზღვრის აღმნიშვნელ ბანერთან მოქალაქეების უსაფრთხოებას პოლიცია იცავს. განცხადება გაავრცელეს არასამთავრობო ორგანიზაციებმაც.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close