პოლიტიკა

რუსეთის “დუმის” დეპუტატი: “ღმერთმა ინება, რომ ჩვენს ეს ურთიერთობა დავალაგოთ”

პირველი კადრები მოსკოვიდან – სადაც სულ რამდენიმე წუთის წინ დასრულდა “პატრიოტთა ალიანსის” წარმომადგენლებისა და რუსი დეპუატეტბის შეხვედრა. ქართველ დეპუტატებთან გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ პუტინის სახელიუფლებო პარტია “ედიანაია რასიას” და კომუნისტური პარტიის წევრები. განიხილებოდა სავიზო რეჟიმის გამარტივების შესაძლებლობა და დიპლომატიური ურთიერთობის აღგენის საკითხი.

მოსკოვში „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლების, ვლადიმირ პუტინის პარტიის, „ედიანაია რასიას“ და „კომუნისტური პარტიის“ დეპუტატების შეხვედრა ცოტა ხნის წინ დასრულდა. რუსეთის სათათბიროში ქართველი დეპუტატები სავიზო რეჟიმის გამარტივების შესაძლებლობასა და დიპლომატიური ურთიერთობის აღგენის საკითხს განიხილავდნენ.

შეხვედრის ინიციატორი რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დსთ-ს და ევრაზიული ინტეგრაციის საკითხების კომიტეტის თავმჯდომარე, ლეონიდ კალაშნიკოვი იყო. ის აცხადებს, რომ საქართველოს და რუსეთის პარლამენტარებმა ურთიერთობა უნდა აღადგინონ და დღევანდელი შეხვედრა ამის კარგი დასაწყისია.

„მოხარული ვარ გიმასპინძლოთ სათათბიროს შენობაში. უნდა აღინიშნოს, რომ ეს არის პირველი შეხვედრა არა მხოლოდ ამ ბოლო 10 წლის განმავლობაში, რაც ჩვენს ქვეყნებსა და პარლამენტებს შორის ურთიერთობებში მნიშვნელოვანი სიცივეა, არამედ, როგორც ჩემმა კოლეგებმა მითხრეს, მანამდეც არ იყო ეს ფორმატი დატვირთული. ისე გამოვიდა, რომ ბოლო წლებში პარლამენტარები ძალიან იშვიათად ხვდებოდნენ ერთმანეთს ჩვენთან – სახელმწიფო სათათბიროშიც და საქართველოშიც. ვფიქრობ, რომ ეს არ არის ნორმალური ვითარება. ღმერთმა ინება, რომ ჩვენ ეს ურთიერთობა დავალაგოთ,“ – განაცხადა ლეონიდ კალაშნიკოვმა.

რუსთავი 2

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published.

Back to top button
Close