საზოგადოება
“რუმსში” მყოფი უკრაინელი სტუმარი ქართველ მაშველებზე საუბრობს
სასტუმრო “რუმსში” ხანძარი ლოკალიზებულია. ამის შესახებ ქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. მისი თქმით, დაშავებული არავინაა და სასტუმროს მუშაობაც სწრაფად განახლდება.
სასტუმროში დაბინავებული სტუმრები სასტუმრო “ჰოლიდეი ინში” გადაიყვანეს და იქ დააბინავეს. ერთ-ეთი უკრაინელი სტუმრის განცხადებით, ყველაფერი ოპერატიულად მოგვარდა და რაიმე სახის პრობლემები არ შექმნიათ.
“დღეს ჩამოვედი და დღესვე გადასვლა მიწევს, თუმცა მთავარია ყველაფერი მოგვარდა და რაიმე გართულება არ მოჰყვა. ბიჭებმა ძალიან კარგად და ოპერატიულად იმუშავეს” – განაცხადა უკრაინელმა სტუმარმა.