საზოგადოება

,,სრული წარღვნა ვნახე_ ეხლა გამოვლენ და იტყვიან, ვისროლეთ და მეტი რა გვექნაო?!”

სიღნაღის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფლში სტიქიამ მოსავალი გაანადგურა. სეტყვა დღეს, დაახლოებით 7 საათზე დაიწყო და რამდენიმე წუთი გაგრძელდა. როგორც თვითმხილველები ამბობენ, წნორის მიმდებარედ, ძველ აეროპორტთან ახლოს, ისეთი სისწრაფით ცვიოდა კვერცხისოდენა სეტყვის მარცხვლები ციდან, მანქანები გადაადგილებს ვერ ახერხებდნენ. დაისეტყვა რამდენიმე სოფლის ველ-მინდვრები.

,,სრული წარღვნა ვნახე”,,,ეხლა გამოვლენ და იტყვიქნ ვისროლეთ და მეტი რა გვექნაო?!”, ,,საცოდავი ხალხი” _ ამბობენ ადგილობრივები. ,,ვენახში პირველი წამლობის შემდეგ ასეთი სეტყვით დაგვაჯილდოვა ბუნებამ. სეტყვის გადაღებიდან 15 წუთის შემდეგ ვენახში ჯერ კიდევ ასეთი სეტყვის მარცვლები დამხვდა. სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტები მხოლოდ სტიქიის დასრულების შემდეგ გაისროლეს. მადლობა მთავრობას ჩვენზე ზრუნვისთვის” _ მთავრობის მიმართ მწარე ირონია ვერ დამალა ჟურნალისტმა, წნორის მაცხოვრებელმა, ნონა ნინიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ სერტვის საწინააღმდეგო დანადგარები კახეთში ორიოდე წლის წინ, დიდი პომპეზურობით დაამონტაჟეს. კახელებს აიმედებდნენ, ახლა კი გეშველათ, ამიერიდან სეტყვას თვალით ვეღარ დაინახავთო, მაგრამ ფაქტი სახეზეა _ კახეთში სტიქიით მიყენებულ ზარალს კვლავ ითვლიან.

.

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close