საზოგადოება

,,ყველამ უარი თქვით მონობაზე” _ 5 სექტემბერს, 5 საათზე დედაენის ძეგლთან აქციაა!

სოციალური ქსელით ვრცელდება განცხადება, რომლითაც მოუწოდებენ საზოგადიებას, ხვალ, 5 საათზე, დედაენის ბაღში დაგეგმილ აქციაზე მივიდნენ.

,,ხვალ, 5 სექტემბერს 5 საათზე დედაენის ბაღში – მტრის სტრატეგია უნდა შეიცნო, რათა სწორედ დაგეგმო საკუთარი. მტრის მთავარი სამიზნეა ჩვენი სულები და ტვინები. გამომდინარე იქიდან, რომ გლობალიზაციის პირობებში შეუძლებელია რომელიმე გლობალურ ჯგუფს ქონდეს იმდენი სამხედრო და მატერიალური რესურსი, რომლითაც ადმინისტრაციული იძულებისა თუ მატერიალური დაინტერესების გზით შეძლებს მსოფლიოს მართვას, მტერი იძულებულია მთავარ სტრატეგიულ სამიზნედ აქციოს ჩვენი სულები და ტვინები. პროცესებსაც თუ დააკვირდებით იძულება და მატერიალური მოსყიდვა მიმართულია არა უშუალოდ ჩვენს სამართავად, არამედ ისეთი სტრუქტურების, კანონმდებლობის შესაქმნელად, ისეთი დასაყრდენი ჯგუფების, პოლიტიკური პარტიების, ენჯეოების, მასმედიის შესაქმნელად, რომლებიც შემდეგ განახორციელებენ ჩვენი ტვინების გამორეცხვას, ფასეულობების გაყალბებას, ფალსიფიცირებული არჩევნების ჩატარებას, პლურალიზმის მეშვეობით საერთო ეროვნული ცნობიერების განადგურებას, გამოიწვევენ ნიჰილიზმს და ა.შ. ეს, დაიმახსოვრეთ კარგად, არის მტრის მთავარი და გარდაუვალი სტრატეგია. ტვინების გამორეცხვის მთავარი მიზანი არის ის, რომ თქვენ თვითონ დაემონოთ ახალ ბატონებს თქვენი ახალი არაადამიანური ფასეულობებით და ეგოისტური, ცხოველური მენტალიტეტით. ამის საწინააღმდეგო წამალია ის, რომ გააცნობიეროთ ეს ყველაფერი და სხვასაც გააცნობიერებიოთ. შემოიკრიბოთ საზოგადოება და გაერთიანდეთ ერთ იმ საზოგადოებად, რომელიც უარს ამბობს მონობაზე და უპირველეს ყოვლისა მონობის ამ ინსტრუმენტებზე, რაზეც ზემოთ ვთქვი და რასაც გასაღებენ, როგორც ადამიანის უფლებებს და დემოკრატიას. საკმარისია თქვენ ყველამ უარი თქვათ მონობაზე, რომ მტრის ეს პირამიდა ხუხულასავით დაინგრევა, რადგან როგორც ვთქვი, შეუძლებელია დედამიწაზე ერთი ჯგუფის ხელში იმდენი რესურსის თავმოყრა, რომელიც საკმარისი იქნებოდა მსოფლიოს სამართავადმ და ამიტომ მტრის მთავარი სამიზნეა თქვენი სულები დატვინები, რათა თქვენ თავად აღიაროთ ახალი სტანდარტები, მტრის უზენაესობა და თავად დეამონოთ მტერს. უარი თქვით მონობაზე. ამაზე ადვილი რა არის? უარი თქვით მონობაზე! გამოდით და საჯაროდ და უკომპრომისოდ, უარი დააფიქსირეთ მონობაზე, უარი თქვით ამ სატანური რეჟიმისადმი მორჩილებაზე, ძნელია ამის გაკეთება? არანაირად ძნელი არ არის მისთვის ვინც მართლა მონა არაა. უარი თქვით მონობაზე. მიტინგი ხვალ, 5 სექტემბერს 5 საათზე დედაენის ბაღში.”

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close