შალვა ნათელაშვილი, ლეიბორისტული პარტიის ლიდერი:

_ როდესაც მარტო უკანასკნელ წლებში, ჩემი მონაწილეობით დავკრძალეთ შახტებში დაღუპული ათეულობით მუშა, მე ზუსტად ვიცოდი, რომ ეს ტრაგედიები კვლავ გაგრძელდებოდა, რადგან არც ხელისუფლებას და არც ე.წ. მკვლელ ინვესტორს თეთრიც არ დაუხარჯავს უსაფრთხოებაზე.

დღესაც მოხდა გამოუსწორებელი, ისევ სიკვდილი. დაღუპულია 4 ადამიანი. ისღა გაგვრჩენია, მოვითხოვოთ, მინდელის შახტას შეეცვალოს დასახელება და ეწოდოს ძმებ დავით და გელა ბეჟუაშვილების სახელობის,ხოლო უპატრონოდ მიგდებულ ტყიბულს ბიძინოგრადი.

კომენტარები
Загрузка...