საზოგადოება

მამა სერაფიმე: აქ გიას ბრალი არაფერია – ეს მე ვთხოვე…

,,ხალხნო, უწმინდესის ლოცვა-კურთხევა თუ იყო, რომ გამევრცელებინა ეს ლექსი ტაძარში ხომ მე დავუშვი ამ ლექსის წარმოთქმა, ამიტომ, რაც ტაძარში წარმოთქმას ეხება, სრულიად პასუხისმგებელი მე ვარ ხალხნო. აქ გიას ბრალი არაფერია – ეს მე ვთხოვე, რომ წაეკითხა, რადგან უწმინდესს მოეწონა. ამიტომ დამცხეთ… მზად ვარ, პასუხი ვაგო” _ წერს მამა სერაფიმე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ დამდენიმე დღის წინ გავრცელდა ვიდეო, სადაც უცნობი, იგივე გია გაჩეჩილაძე აღსარება-გალობას ასრულებს ტაძარში, მამა სერაფიმესთან ერთად. ამ ვიდეომ საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ზოგი ამბობდა, რომ ეს არის შედევრი, ზოგიც უცნობის მიერ ეკლესიაში წაკითხულ ,,აღსარება-გალობა”-ს მკრეხელობად და ეკლესიის დაკნინების მცდელობად მიიჩნევს. ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ გაჩეჩილაძეს ,,აღსარება-გალობის” წარმოთქმის კურთხევა პატრიარქმა მისცა.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close