საზოგადოება

თაკო ჩარკვიანი: დედამ მთხოვა და ვასრულებ მის თხოვნას

„დედამ მთხოვა და ვასრულებ მის თხოვნას, მან მთხოვა გადმომეცა უდიდესი მადლობა, ჯანსუღის გულშემატკივრობისთვის“, – ჯანსუღ ჩარკვიანის ქალიშვილი თაკო ჩარკვიანი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დედის – ირმა ჩხეიძის სტატუსს ავრცელებს.
„ყველა ჟურნალისტს, მწერალსა თუ პოეტს, რეჟისორსა თუ პუბლიცისტს, ყველა მოქალაქეს, დიასახლისს თუ მსახიობს, ექიმსა თუ მუსიკოსს, პედაგოგსა თუ პენსიონერს, თითოეულ თქვენგანს, მთელს ჩვენს დიდ სამეგობროს ფ.ბ.-ში, დიდ მადლობას მოგახსენებთ, ასეთი სიყვარულისთვის, მიწამდე თავს გიხრით 81 წლის ირმა ჩხეიძე. “ამისთვის ღირდა სიცოცხლე”,- პატივისცემით ჯანსუღის მეუღლე ი. ჩ .(2017-14 აგვისტო)“, – აღნიშნულია ირმა ჩხეიძის სამადლობელ წერილში.
ცნობისათვის: პოეტი ჯანსუღ ჩარკვიანი არამიანცის საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაშია. იგი მოულოდნელად გახდა ცუდად და ინსულტით მოათავსეს კლინიკაში.
როგორც მისმა შვილმა თაკო ჩარკვიანმა განაცხადა, ამის მიზეზი გახდა ერთ-ერთ გაზეთში გამოქვეყნებული „ძალიან ცუდი პასკვილი მამაზე“,  „როცა ეს პასკვილი წაიკითხა, მითხრა, წყალი მომიტანეო, გავედი და როცა ოთახში დავბრუნდი უკვე ცუდად იყო. მძიმე ინსულტი აქვს, მძიმეა მისი მდგომარეობა”, – აღნიშნა თაკო ჩარკვიანმა.

წყარო

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close