სამართალი და კრიმინალი
ზუგდიდში დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცი რეფერალურ საავადმყოფოში გარდაიცვალა
ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა.არსებული ინფორმაციით, მას ჭრილობა ყელის არეში ბლაგვი საგნით ჰქონდა მიყენებული. როგორც ექიმები აცხადებენ მიუხედავად ჩატარებული რეანიმაციული ღონისძიებებისა, პაციენტს სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანება ჰქონდა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. მომხდართან დაკავშირებით გარდაცვლილის ახლობლები არ საუბრობენ.გარდაცვლილის ცხედარი ქუთაისის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.
როგორც “ ewronius.ge“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სსსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
მიშკა ძიძიგური