საზოგადოება
,,როცა ამ პროფესიაში ხარ და ამ ქვეყანაში, მზად ხარ მუშტისთვის, ჯოხისთვის, იარაღისთვის”
,,ეს ძალად ძველი ბიჭები სადარბაზოებში ქალებს ამორიგევებენ, ჟურნალისტებს რომ უთხრან, რა კარგი ,,ბავშვები" არიან"
,,ეს ჩმორები ხომ მათ ზემოთ მდგომი ჩმორებით ბლატაობენ უბანში. და ის მთავრობასთან დაახლოებული ჩმორები, ხან კორცხელში რომ გზავნიან და ჩვეულებრივი განეცები არიან, ყველაზე სასაცილოები იცით, როდის ხდებიან – რაღაც რომ მოხდება და ეს მოძალადე სირები ბუჩქებში იმალებიან, სადარბაზოებში კი ქალებს ამორიგევებენ, იქნებ ჟურნალისტებს უთხრან, რა კარგი ,,ბავშვები არიან”, მხოლოდ საგუნდაოდ რომ ჩადიან ხოლმე უბანში.
ეს ძალად ძველი ბიჭები უცებ ,,ბავშვებად” რომ გადაიქცევიან და ეს ამბავი მთელ ქვეყანას დედამ, მამიდამ, ბიცოლამ უნდა აცნობოს ტელევიზიით. ოღონდ ახლა გადაარჩინონ და ,,ბავშვიც” გახდება, მოგუნდავეც და ასე შემდეგ.
აბა, როგორ იკადრებდნენ უკნიდან მოპარვას, წაქცეულზე თავდასხმას, ქალზე დარტყმას, ბავშვის ისტერიკაში ჩაგდებას…
მოგუნდავე ბავშვები.
ჩვენ უფრო მეტნი ვართ, განუზომლად ძლიერებიც. ეს ქვეყანა ვერ წავა იმ გზით, მათ როგორც სურთ და ჰგონიათ.
ძალადობაზე ერთადერთი წამალი ჭრის – არაძალადობრივი პასუხი. მხოლოდ ეს მიდგომა კურნავს. როცა ამ პროფესიაში ხარ და ამ ქვეყანაში, მზადა ხარ მუშტისთვის, ჯოხისთვის, იარაღისთვის, ციხისთვის – ყველაფრისთვის. ეს შეგვაშინებს და დაგვთრგუნავს ჩვენ ? პირიქით, შეუდარებლად გვძლიერებს. ხელისუფლებაში ჰგონიათ, რომ თავიანთი განცხადებებით აბულინგებენ ჟურნალისტებს. აი ვოლსკის ჰგონია, რომ რომელიმე ჟურნალისტს დათრგუნავს, თუ ზონდერს დაუძახებს ? ამ 20-22 წლის გოგო-ბიჭებს მიკროფონებით რომ ათენებენ და აღამებენ, მოუგებენ და წაართმევენ ქვეყანას პარლამენტსა და თუ ქუჩებში ჩაცუცქულები ? რომ იცოდეთ, როგორ ცდებით.
ქუჩაში ხელის მომქნევ ზომბებსაც ეშველებათ; ფეისბუქში რომ იქნევენ ხელებს, მათაც ეშველებათ; საერთოდ მთელ ქვეყანას მიეცემა შანსი. ბაჩოსაც ვუშველით და გურისაც… ეგენიც ჩვენები არიან” – წერს ფეისბუქის საკუთარ გვერზე ჟურნალისტი ვახო სანაია.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, თბილისში, ჟურნალისტ ვახო სანაისა და მის ოჯახზე მოხდა თავდასხმა. სანაია ფიზიკურად გაუსწორდნენ ოჯახის წევრების თვალწინ, პროფესიული საქმიანობის გამო.